ნინო ჟღენტი
Laboratory Manager
Curatio/Tbilisi
TerraLab – ეს ძალიან კომფორტული ლაბორატორიული ინფორმაციული სისტემაა, რომელიც ბევრი მიმართულებით უადვილებს მუშაობას ლაბორატორიის თანამშტომლებს.
პირველ რიგში – ეს არის ბარკოდებით სინჯარების უნიფიცირებული მარკირება და მზა ბლანკებში შედეგების ავტომატური გადმოსვლა, რის შედეგადაც პრაქტიკულად მთლიანად გამორიცხულია შეცდომები პრეანალიტიკურ და პოსტანალიტიკურ ეტაპებზე, ასევე ამ სისტემის დახმარებით ავტომატურად ვაგზავნით შედეგებს ელექტრონულ ფოსტაზე, მარტივად წარმოებს მონაცემების დამუშავება-სტატისტიკა და სამუშაო პროცესების კონტროლი.
არის იშვიათი შემთხვევები როცა ელექტრონული ფოსტის ავტომატური დაგზავნა არ მუშაობს, მაგრამ მექანიკური დაგზავნის საშუალებით ინფორმაცია არ იკარგება და ხელით თავიდან ვაგზავნით.
საბოლოოდ, TerraLab – ეს ეფექტური გადაწყვეტილებაა ლაბორატორიის ხარისხიანი მუშაობისთვის.